logo_geo
eng_logo
შიდა ქართლის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარებს სწავლება ჩაუტარდათ
- +

21 თებერვალი. 2022. 12:23

 

 

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით გამართული ორდღიანი სწავლება ბაღის მართვის, სხვლის მეთოდების, ნერგების შერჩევის, მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს მოიცავდა.

 

სწავლება პროგრამის „დანერგე მომავალი“ იმ ბენეფიციარებისთვის იყო გათვალისწინებული, რომლებმაც მრავალწლოვანი ბაღები  2020 და 2021 წლებში გააშენეს.  მოწვეულმა უცხოელმა ექსპერტმა მსმენელებისთვის  როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარეს.

 

ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ასევე  დაგეგმილია  სასწავლო კურსები მსხლის, ბლის, კენკროვანი  და ციტრუსოვანი კულტურების მიმართულებითაც. სწავლება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შესაბამისი აგროტექნიკური  სამუშაოების გათვალისწინებით ჩატარდება.

 

აღნიშნული სასწავლო კურსები ევროკავშირის EU4Business ინიციატივის - „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანი წარმოების განვითარების ხელშეწყობაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner