logo_geo
eng_logo
1 მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის
- +

21 თებერვალი. 2022. 12:57

 

 

1 მარტიდან ისრაელი არავაქცინირებულ ტურისტებს თავის საზღვრებს გაუხსნის. ამის შესახებ ისრაელის მთავრობაში განაცხადეს.

 

ახალი გაიდლაინების თანახმად, ისრაელში დაიშვებიან როგორც ვაქცინირებული, ასევე არავაქცინირებული ტურისტები იმ პირობით, თუ ისინი კორონავირუსზე PCR-ტესტის უარყოფით პასუხს წარადგენენ ისრაელში გაფრენამდე, ხოლო ისრაელში ჩასვლის შემდეგ კიდევ ერთ ტესტს ჩააბარებენ.

 

აღსანიშნავია, რომ ისრაელის მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან, არ მოუწევთ ფრენისწინა ტესტის ჩაბარება. ისინი PCR-ტესტს მხოლოდ ისრაელში ჩასვლისას ჩააბარებენ.

 

„ჩვენ ვხედავთ ავადობის რიცხვის თანმიმდევრულ შემცირებას. ასე რომ, დროა, თანდათან გავხსნათ ის, რაც მსოფლიოში პირველებმა დავხურეთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner