logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ავამოძრაოთ ეკონომიკა!
- +

5 აგვისტო. 2016. 21:46



„დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ავამოძრაოთ ეკონომიკა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, "ქართული ოცნების" კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.


"დღეს ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ავამოძრაოთ ეკონომიკა. ეს იქნება ქვეყნის სწრაფი განვითარების საფუძველი, ეს იქნება საფუძველი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. თქვენთან ერთად ჩვენ ამას შევძლებთ და ჩვენი ქვეყანა თავს დააღწევს გაჭირვებას! ჩვენ თქვენთან ერთად ავაშენებთ წარმატებულ ქვეყანას, სახელმწიფოს, სადაც ყველა თანასწორი იქნება კანონის წინაშე და ვერავინ გაბედავს დაუსჯელობის იმედით ბატონობდეს ადამიანებზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


პრემიერმა ყურადღება გაამახვილა კახეთის ბუნებაზე და აღნიშნა, რომ მთა-თუშეთი უამრავ ტურისტს იზიდავს.


"ჩვენი უნიკალური ისტორიული და კულტურული ძეგლები, კახეთის ულამაზესი ბუნება, რა თქმა უნდა, მთა-თუშეთი უამრავ სტუმარსა და ტურისტს იზიდავს, მათ შორის, ღვინის ტურიზმის მოყვარულებსაც. და ჩვენ ეს სიმდიდრე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის", - განაცხადა პრემიერმა.


გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას კახელებს მიმართა და განაცხადა, რომ მათი გვერდში დგომით "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს არჩევნებში.


„მეგობრებო, 2012 წელს თქვენქართული ოცნების" გვერდით იდექით და ჩვენ ეს ბრძოლა მაშინ გამარჯვებით დავაგვირგვინეთ! ამ არჩევნებშიც ჩვენ თქვენი გვერდში დგომით აუცილებლად გავიმარჯვებთ, „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ამით ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner