logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი უკრაინისა და NATO-ს 30 მოკავშირის გადასაწყვეტია და არა რუსეთის
- +

21 თებერვალი. 2022. 14:44

 

 

„NATO-ს მოკავშირეებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხი უკრაინისა და NATO-ს 30 მოკავშირის გადასაწყვეტია და არა რუსეთის“, - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში.

 

„ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვუწევდით უკრაინას მნიშვნელოვან მხარდაჭერას. ჩვენ ვეხმარებით მათ თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზებაში. NATO-ს მოკავშირეებმა, შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და სხვებმა ასევე მიაწოდეს უკრაინას სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა და თავდაცვითი იარაღი. ასე რომ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ახლა ბევრად უფრო ძლიერია, უკეთ აღჭურვილია, ვიდრე 2014 წელს იყო“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალები გააძლიერა და კიდევ უფრო მიუახლოვდა უკრაინის საზღვარს.

 

„ის, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სწავლება გაგრძელდება, იმ სურათში ჯდება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner