logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: სახალხო დამცველი ყოველ ჯერზე დაჟინებით აჩვენებს თავის არაკომპეტენტურობას
- +

21 თებერვალი. 2022. 14:56

 

 

„ძალიან სასაცილოა ე.წ. სახალხო დამცველის „დვიჟენია“ ეუთო-ოდირთან ურთიერთობაში. სასაცილოა იმ ორი პატარა მიზეზის გამო, რომლითაც ქალბატონი ლომჯარია ერთის მხრივ იმ პატარა ბავშვივით იქცევა, რომელიც მისი სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დიდი ბიძიებით იმუქრება და მეორეც ის არის, რომ თავის მართლების დროსაც ისეთ ტყუილებს ამბობს, რომლებსაც არამც თუ „მოკლე ფეხი“, ფეხი საერთოდ არა აქვს“, - ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეუთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ.

 

როგორც გია გაბრიჭიძე წერს, შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე, დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებიც.

 

„ძალიან სასაცილოა ე.წ. სახალხო დამცველის „დვიჟენია“ ეუთო-ოდირთან ურთიერთობაში. სასაცილოა იმ ორი პატარა მიზეზის გამო, რომლითაც ქალბატონი ლომჯარია ერთის მხრივ იმ პატარა ბავშვივით იქცევა, რომელიც მისი სურვილის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში დიდი ბიძიებით იმუქრება და მეორეც ის არის, რომ თავის მართლების დროსაც ისეთ ტყუილებს ამბობს, რომლებსაც არამც თუ „მოკლე ფეხი“, ფეხი საერთოდ არა აქვს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნა დააყენა: ლომჯარიას მიერ ეუთო-ოდირში გაგზავნილი „დანოსი“ (სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ აპარატად გაყოფის საკითხი) გაგზავნამდე სამუშაო ვითარებაში უნდა განხილულიყო, მაგრამ ე.წ. სახალხო დამცველს საქმიან განხილვას უაზრო ფრაზების წერა და ტყუილების როშვა ურჩევნია.

 

მაგალითად ოხანაშვილი განმარტავს, რომ შინაარსობრივად არასწორი ან არასრული ინფორმაცია იქნა მიწოდებული ეუთო/ოდირისთვის, ასევე დასტურდება დასკვნაში არსებული სამართლებრივი უზუსტობებით. მაგალითად, ეუთო/ოდირის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმი თითქოს შემცირდა, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად! ამ მართლაც ლეგიტიმურ განცხადებას ქალბატონი ლომჯარია ისევ უაზრო ფრაზებით პასუხობს: ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი იქნება, თუ შეჩერდება ამ კანონის მოქმედება, ჩვენ გადავალთ რეალური კონსულტაციების რეჟიმში და ამ კონსულტაციების პროცესში საქართველოს პარლამენტი მოისმენს ყველა კომპეტენტური, დაინტერესებული მხარის კომპეტენტურ მოსაზრებას. „ფიქრობს“ ქალბატონი ე.წ. სახალხო დამცველი. „ფიქრობს“, მაგრამ საინტერესოა აქამდე რა უშლიდა ხელს გადასულიყო „რეალური კონსულტაციების რეჟიმში“. მოკლედ რომ ვთქვა ეს ე.წ. სახალხო დამცველი ყოველ ჯერზე დაჟინებით აჩვენებს თავის არაკომპეტენტურობას და რაღაც იდეა-ფიქსის ერთგულება. იდეა-ფიქსის, რომელიც არ სახელმწიფოებრივი ხედვა, არამედ გაურკვეველი იდეების მსახურებაა“, - წერს გაბრიჭიძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner