logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მიკერძოებული სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს და თითქოსდა განგაშის ზარების შემოკვრას ცდილობს
- +

21 თებერვალი. 2022. 14:57

 

 

„არის ასეთი თანამდებობის პირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც მთავარი და უმთავრესია, რას იტყვიან უცხოელები, თან თუ ეს უცხოელები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რამე კრიტიკულს, ან უფრო მეტიც, ცუდს იტყვიან საქართველოზე, მინიმუმ კმაყოფილია და მაქსიმუმ ბედნიერი“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ.

 

„არის ასეთი თანამდებობის პირი, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლისთვისაც მთავარი და უმთავრესია, რას იტყვიან უცხოელები, თან თუ ეს უცხოელები და საერთაშორისო ორგანიზაციები რამე კრიტიკულს, ან უფრო მეტიც, ცუდს იტყვიან საქართველოზე, მინიმუმ კმაყოფილია და მაქსიმუმ ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ, ასე წარმოუდგენია, რაც უფრო ცუდად „წარმოჩნდება“ ქვეყანა (სამშობლოს თქმა თუ დაწერა ნინო ლომჯარიასთან მიმართებაში, გამიჭირდა!), რომლის მოქალაქეცაა, მისთვის რატომღაც უკეთესია. მაგრამ მთავარი და უმთავრესი მაინც ისაა, რომ ამ ქალბატონს სახალხო დამცველობა მაინც მიკერძოებულ ცალმხრივ ქმედებად წარმოუდგენია, ასე იყო სააკაშვილის პატიმრობაზე გაგიჟების დროსაც, როდესაც სხვა, არანაციონალი პატიმრების შესახებ პოზიციაც კი არ აქვს დაფიქსირებული.

 

ასეა, ახლაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც კანონის შესაბამისად გაუქმდა და ორი დამოუკიდებელი სტრუქტურა ჩამოყალიბდა, და პარლამენტმა მათი ხელმძღვანელებიც დაამტკიცა. მიკერძოებული სახალხო დამცველი ეუთო/ოდირის დასკვნას ასაჯაროებს, და თითქოსდა განგაშის ზარების შემოკვრას ცდილობს. ამ დროს სავსებით სამართლიანი მოთხოვნა აქვს ბატონ ანრი ოხანაშვილს, გასაჯაროვდეს სახელმწიფო სამსახურის შესახებ ეუთო/ოდირისთვის გაგზავნილი შეკითხვები. დარწმუნებული ვარ, ბევრი რამეს მოეფინება ნათელი, მათ შორის ქალბატონი ლომჯარიას ქმედებების მოტივებსა და მიზნებსაც“, - წერს ნიკოლეიშვილი ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner