logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ახალ საკანონმდებლო ინიციატივას კვლავ „ლონდაზე გოდების“ შეფუთვის სახე მიეცა
- +

21 თებერვალი. 2022. 15:33

 

 

„ლომჯარიას იდიოტური შეკითხვები ეხებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებს: ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის თითქოს და შემცირებას, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი, რომელიც ეხმიანება ეუთო/ოდირის დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმაზე.

 

მისი თქმით, ლომჯარიას წუხილი იმის თაობაზე, რომ სამართალდაცავ და თავდახვის სისტემებში „მოჭარბებული სტაჟისა და გამოცდილების“ მქონე პირები არ უნდა იკავებდნენ ახალ სტრუქტურებში სახელმძღვანელო რგოლებს - პირველ რიგში ამ სტაჟისა და გამოცდილების მქონე ჯერ კიდევ მოქმედ ჩინოვნიკ ლონდა თოლორაიას ურტყამს და ამ კუთხით უკვე ის ხდება ჩვენი დასაცავი ლომჯარიასაგან.

 

„შულერობა და წესიერება შეუთავსებელია ერთმანეთთან, მაგრამ როდესაც ეს მანკიერი ჩვევა - ყოველდღიურ ხასიათს ატარებს და შენს სახელმწიფოს აზიანებს, ეს მავნებლობა ქვეყნის ინტერესების ღალატთან არის გაიგივებული. საუბარი მიდის ე.წ. „სახალხო“ დამცველის მორიგ მიზანმიმართულ და უტიფარ საქციელზე. ფაქტების განზრახ დამახინჯების, კანონპროექტის შინაარსობრივი მხარის არგამოჩენით, სამართლებრივი ნარატივის იაფფასიანი პოლიტიკური შინაარსით ჩანაცვლებით - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმაზე ახალ საკანონმდებლო ინიციატივას კვლავ „ლონდაზე გოდების“ შეფუთვის სახე მიეცა და საქმიან მსჯელობას საერთოდ აცდენილი და დამახინჯებული შეკითხვები გადაეგზავნა ეუთო/ოდირს.

 

იდიოტურ შეკითხვებზე, ლოგიკურად - მსგავსი პასუხიც უნდა გაცემულიყო. და ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხის გამცემთან ნაკლები პრეტენზია გაქვს. ამიტომ ითხოვს ანრი ოხანაშვილი ლომჯარიასაგან ამ იდიოტური შეკითხვების გასაჯაროებას. ლომჯარიას თუ არ აინტერესებს, რომ აღნიშნული რეფორმა ევროპის ქვეყნების კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციისა და რეგლამენტის სრული დაცვით განხორციელდა - მისი შულერობის მხილება აუცილებლად უნდა მოხდეს. შინაარსობრივად - ეუთო/ოდირის დასკვნაში ვერ ვხდებით არგუმენტებს, თუ ინსტიტუციურად რა ხარვეზს შეიცავს რეფორმა, რაც ბუნებრივია, რადგანაც მსგავსი ხარვეზი უბრალოდ არ არსებობს. ლომჯარიას იდიოტური შეკითხვები ეხებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ თემებს: ახლად შექმნილი ორი ახალი სამსახურის თანამდებობის პირთა პარლამენტის მიერ არჩევის კვორუმის თითქოს და შემცირებას, რაც რეალურად სიმართლეს არ შეესაბამება და მარტივად გადამოწმებადია. დასკვნაში ასევე წერია, რომ თითქოს გაუქმდა ამ თანამდებობის პირთა მიმართ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად. ხოლო ლომჯარიას წუხილი იმის თაობაზე, რომ სამართალდამცავ და თავდაცვის სისტემებში „მოჭარბებული სტაჟისა და გამოცდილების“ მქონე პირები არ უნდა იკავებდნენ ახალ სტრუქტურებში სახელმძღვანელო რგოლებს - პირველ რიგში ამ სტაჟისა და გამოცდილების მქონე ჯერ კიდევ მოქმედ ჩინოვნიკ ლონდა თოლორაიას ურტყამს და ამ კუთხით უკვე ის ხდება ჩვენი დასაცავი ლომჯარიასაგან“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner