logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: რუსეთს ბელარუსში არ ჰყავს ისეთი კონტინგენტი, რომ კიევს თავს დაესხას
- +

21 თებერვალი. 2022. 16:02

 

 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბელარუსში არ ჰყავს ისეთი კონტინგენტი, რომ კიევს თავს დაესხას.

 

„ჩვენი მონაცემებით, ბელარუსში რუსეთის შეიარაღებული ძალების 9 000 წარმომადგენელია განლაგებული. ამას დამატებული სამხედრო ტექნიკა, აღჭურვილობა, მათ შორის სარაკეტო შეიარაღება და ა.შ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ისეთი კონტინგენტი არ აქვთ, რომ ბელარუსის მხრიდან კიევზე თავდასხმა განახორციელონ. მაპატიეთ, მაგრამ ეს სასაცილოა. თუმცა, მუქარა, დაშინება, თითქოს ალყაში მოქცევის სიტუაციის შექმნა, ეს სცენარი მუშაობს“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

მანამდე NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ რუსეთმა სამხედრო ძალები გააძლიერა და კიდევ უფრო მიუახლოვდა უკრაინის საზღვარს.

 

„ის, რომ რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო სწავლება გაგრძელდება, იმ სურათში ჯდება, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner