logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: თუ შშმ პირად წარმოაჩენენ თავს, ამით სიბრალულს გამოიწვევ - ფაქტია, სააკაშვილი, მენტალურად საბჭოთა კავშირის ერთგული შვილია
- +

21 თებერვალი. 2022. 16:04

 

 

„სამწუხაროდ, არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შშმ პირები არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები და, თუ შშმ პირად წარმოაჩენენ თავს, ამით სიბრალულს გამოიწვევენ! ფაქტია, სააკაშვილი, მენტალურად საბჭოთა კავშირის ერთგული შვილია,“ - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც იგი პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე ნათქვამს ეხმიანება.

 

„პატიმარი სააკაშვილი: „ერთი სიტყვით, ინვალიდიზაცია, ჩემს შემთხვევაში ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს...“

 

ახლა, გასაგებია, საიდან მოდის ამ დისკრიმინაციული და სიძულვილით სავსე ენის ტირაჟირება სააკაშვილის სპიკერების მხრიდან.

 

სინამდვილეში, შეზღუდული შესაძლებლობა იმის გამო კი არ აქვს პირს, რომ რაიმე უნარი აქვს შეზღუდული (ყველა უნარი არცერთ ჩვენგანს არ აქვს განვითარებული), არამედ სოციალურ გარემოში საჭიროებს თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

 

გასაგებია, რომ ამ ყველაზე მიუღებელი და დისკრიმინაციული ხერხით ცდილობს სააკაშვილი სასჯელისგან თავის არიდებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამასობაში, ავლენს მის გაცნობიერებულ ზიზღს შშმ პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მიმართ.

 

P.S. „ინვალიდის ეტლი“ არ არსებობს, არსებობს ეტლი, რომელიც შეიძლება იყოს აქტიური, სპორტული, მექანიკური, ელექტრო და სხვა. და სამწუხაროდ, არსებობენ ბოროტი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შშმ პირები არ არიან სრულფასოვანი მოქალაქეები და, თუ შშმ პირად წარმოაჩენენ თავს, ამით გამოიწვევენ სიბრალულს! ფაქტია, სააკაშვილი, მენტალურად საბჭოთა კავშირის ერთგული შვილია“, - წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner