logo_geo
eng_logo
კონდოლიზა რაისი: ჩვენ ვეუბნებოდით სააკაშვილს, რომ რუსეთი ცდილობდა მის პროვოცირებას
- +

21 თებერვალი. 2022. 17:14

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა CNN-თან უკრაინაში არსებული ვითარება შეაფასა. კონდოლიზა რაისმა 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომზეც ისაუბრა და მიხეილ სააკაშვილთან საუბარი გაიხსენა. როგორც რაისი ამბობს, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს უთხრა, რომ რუსეთის პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდა.

 

„ჩვენ ვეუბნებოდით სააკაშვილს, რომ რუსეთი ცდილობდა მის პროვოცირებას. ჩვენ ვაფრთხილებდით მას, არ აჰყოლოდა ამ პროვოკაციას, მაგრამ რუსეთმა ეს შეძლო და ომი დაიწყო. ასეთ დროს ჩვენ ყოველთვის ცუდ მდგომარეობაში ვვარდებით. შეერთებული შტატები არ იქნებოდა მზად, ეომა საქართველოს გამო რუსეთთან. შეჭრის შემდეგ ლავროვი იყო კატეგორიული ჩვენთან საუბრისას. ერთ-ერთ მისი მოთხოვნა სააკაშვილის წასვლა იყო“, - განაცხადა რაისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner