logo_geo
eng_logo
„The Washington Post“: აშშ-ს ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ რუსეთი იმ უკრაინელების სიებს ადგენს, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან
- +

21 თებერვალი. 2022. 17:35

 

 

გაეროში აშშ-ის ელჩმა გაეროს განუცხადა, რომ აშშ-ს ინფორმაცია აქვს იმის შესახებ, რომ რუსეთი იმ უკრაინელების სიებს ადგენს, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი „The Washington Post“ შესაბამის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

წერილში, რომელიც გაზეთ „The Washington Post“-მა მოიპოვა, გაეროში აშშ-ის ელჩი, ბატშება კროკერი წერს, რომ აშშ-ის დაზვერვამ მიუთითა, რომ რუსეთი ადამიანთა საყოველთაო ტანჯვაში მიიღებს მონაწილეობას, თუკი კიევში შეჭრას განახორციელებს.

 

„მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო შეერთებული შტატების მიერ ახლახან მოპოვებულ შემაშფოთებელ ინფორმაციაზე, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ დაგეგმილია ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ეს ქმედებები, რომელიც რუსეთის წარსულ ოპერაციებში მოიცავდა მიზანმიმართულ მკვლელობებს, გატაცებებს/იძულებით გაუჩინარებას, უსამართლო დაკავებებსა და წამების გამოყენებას, სავარაუდოდ გამიზნული იქნება მათ მიმართ, ვინც რუსეთის ქმედებებს ეწინააღმდეგება“, - ნათქვამია აშშ-ის ელჩის მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრისთვის, მიშელ ბაჩელეტისთვის მიწერილ წერილში.

 

იდენტიფიცირებულ სამიზნეებს შორის უკრაინაში მყოფი რუსი და ბელარუსი დისიდენტები არიან.

 

„კერძოდ, ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ რუსული ძალები უკრაინელების სიებს ქმნიან, რომლებსაც სამხედრო ოკუპაციის შემდეგ მოკლავენ ან ბანაკებში გაგზავნიან. ჩვენ ასევე გვაქვს სანდო ინფორმაცია, რომ რუსული ძალები გამოიყენებენ ლეტალურ ზომებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დასაშლელად“, - აღნიშნულია წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner