„პლურალიზმი რომ არა არითმეტიკული, არამედ პოლიტიკური საკითხია, ეს 2020 წლის არჩევნებმაც გვაჩვენა, სადაც 14 პარტიამ მოიპოვა მანდატი, მაგრამ ნაცვლად პლურალიზმისა მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ შეკრებილი ფანჩატურის ერთობა“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი კარლ ჰარცელის განცხადებას.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ელჩი კომენტარი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად მართებული არ იყო.
„პლურალიზმი რომ არა არითმეტიკული, არამედ პოლიტიკური საკითხია, ეს 2020 წლის არჩევნებმაც გვაჩვენა, სადაც 14 პარტიამ მოიპოვა მანდატი, მაგრამ ნაცვლად პლურალიზმისა, მივიღეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ შეკრებილი ფანჩატურის ერთობა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ელჩის ის კომენტარი არც სამართლებრივად და არც პოლიტიკურად მართებული არ იყო“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.