„კულტურის კომიტეტში, სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა რეგიონის სახელოვნებო სკოლების დირექტორებთან“, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს სახელოვნებო განათლების რეფორმის მომდევნო ეტაპები.
„შეხვედრაზე ვიმსჯელეთ რეგიონებში სახელოვნებო სასწავლებლების პრობლემებისა და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზებზე. სახელოვნებო განათლების რეფორმის პროცესში მნიშვნელოვანია ინტენსიური შეხვედრები სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებთან“,- განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.