„აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საქართველოში რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, რაზვან როტუნდუსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა“, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრეს. გამოითქვა მზადყოფნა ბათუმსა და კონსტანცას შორის ურთიერთობის გაღრმავებისა და მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ.
შეხვედრაზე აღინიშნა სახელმწიფოთაშორისი სტრატეგიული თანამშრომლობა, რაც დინამიურად ვითარდება ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კულტურისა და განათლების სფეროებში.