რუსეთის ჰიბრიდული პროვოკაციებით ეს დანაშაული ვერ მართლდება. ვერც ის, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მოქალაქეებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„სულელს ეძახის ეს მავნებელი, ვინც ჩემი ბრალდება დაიჯერაო.
ვინც 7 ნოემბერს ჯარს ბრძანება მისცა საკუთარი მოსახლეობის დასარბევად, არის დამნაშავე.
ჯარის დანიშნულება მოსახლეობის და ქვეყნის გარე აგრესიისგან დაცვაა და არა საპოლიციო ფუნქციების შესრულება.
მაგრამ ეს იყო მისი მიდგომა ჯარისადმი, როცა ოთხი მინისტრისგან, რომლებსაც თავდაცვა ჩააბარა, ორი მანამდე შსს მინისტრი იყო, ორი კი სასჯელაღსრულებას ხელმძღვანელობდა. შეიძლება, სასჯელაღსრულების მინისტრი თავდაცვის მინისტრად გადაიყვანო?
ვიმეორებ, 7 ნოემბერს ჯარის გაყვანა მომიტინგეების წინააღმდეგ, მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულია. რუსეთის ჰიბრიდული პროვოკაციებით ეს დანაშაული ვერ მართლდება. ვერც ის, თუ როგორ სასტიკად გაუსწორდნენ მოქალაქეებს. აღარ მინდა ვიდეოების ახლიდან ატვირთვა, ყველამ ნახა“, - წერს ამირან სალუქვაძე.