logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი უარყოფს პუტინის განცხადებას, რომ აშშ-მა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე მორატორიუმის შესაძლებლობა შესთავაზა
- +

21 თებერვალი. 2022. 21:12

 

 

თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს რუსეთის პრეზიდენტთან კერძო საუბრებში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არანაირი გარანტია ან ვალდებულება არ მიუცია.

 

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის თქმით, არ მომხდარა რაიმე პოზიციის ცვლილება აშშ-ს ხედვაში უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ალიანსი ინარჩუნებს ღია კარის პოლიტიკას.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეში ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ უკრაინა მალე შეძლებს ნატოში გაწევრიანებას.

 

„იმის ალბათობა, რომ უკრაინა უახლოეს პერსპექტივაში ნატოში გაწევრიანდება, არც თუ ისე სავარაუდოა, რაც ეფუძნება იმ სამუშაოს, რომელიც მათ უნდა განახორციელონ დემოკრატიისა და რამდენიმე სხვა საკითხზე“, - აღნიშნა მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მას განუცხადა, რომ უკრაინას „ხვალ“ ნატოში არ მიიღებენ.

 

„ჩემს კოლეგებთან ამ საკითხზე ვსაუბრობ. ამერიკელმა კოლეგამ დამარწმუნა, რომ უკრაინას ნატოში „ხვალ“ არ მიიღებენ. უფრო მეტიც, რომ რაღაც მორატორიუმია შესაძლებელი“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner