ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის სეპარატისტული რეგიონების ანექსირება არ მოახდინოს ან მათი დამოუკიდებლობა არ აღიაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიუსელი მოსკოვს სანქციებს დაუწესებს.
„ანექსიას სანქციები მოჰყვება, ხოლო აღიარების შემთხვევაში, სანქციებს მაგიდაზე დავდებ და მინისტრები გადაწყვეტენ. მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს. ჩვენ მზად ვართ, ვიმოქმედოთ ძლიერი ერთიანი ფრონტით იმ შემთხვევაში, თუ ის გადაწყვეტს ამ მოწოდებების იგნორირებას“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.