logo_geo
eng_logo
უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს
- +

21 თებერვალი. 2022. 22:51

 

 

უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას ითხოვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

 

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, მე ოფიციალურად ვითხოვ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების დაუყოვნებლივ კონსულტაციებს ბუდაპეშტის მემორანდუმის მე-6 მუხლის სახელით, - აღნიშნა დმიტრო კულებამ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებას ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner