logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: უკრაინის ნატოში გაწევრიანება უშუალო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისთვის
- +

21 თებერვალი. 2022. 23:48

 

 

„უკრაინის ნატოში გაწევრიანება უშუალო საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

 

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები უკრაინას ნატოში გაწევრიანებაში ხელს არ უშლის.

 

ვლადიმერ პუტინის თქმით, თითოეულ ქვეყანას უფლება აქვს, სამხედრო კავშირები გააფორმოს, თუმცა დაუშვებელია საკუთარი უსაფრთხოების სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე გაძლიერება.

 

„უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ინტეგრირებულია ნატოს სისტემაში, ხოლო ალიანსმა კი უკვე დაიწყო უკრაინის ტერიტორიის ათვისება“, - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner