„უკრაინაში ორი სეპარატისტული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და მინსკის შეთანხმებების აშკარა დარღვევაა“, - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.
ევროკავშირი და მისი პარტნიორები ერთიან და მტკიცე რეაგირებას მოახდენენ მოსკოვის აღნიშნულ ნაბიჯზე.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.