logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევაა
- +

22 თებერვალი. 2022. 00:15

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

 

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ცნობს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებს. ეს აშკარად არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner