logo_geo
eng_logo
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებაზე: ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები
- +

22 თებერვალი. 2022. 00:16

 

 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.

 

„ლატვია გმობს აგრესიის ამ აქტს და მტკიცე საერთაშორისო რეაგირებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირმა სასწრაფოდ უნდა დააწესოს სანქციები“, - აღნიშნა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner