logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს
- +

22 თებერვალი. 2022. 00:17

 

 

„ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

 

„ეს არღვევს კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევას და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, რომლის მხარე რუსეთიცაა. ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ მოსკოვს, შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და დიპლომატია აირჩიოს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, მოსკოვი აგრძელებს კონფლიქტის გაღვივებას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისთვის ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევით და ასევე ცდილობს უკრაინაში კიდევ ერთხელ შეჭრის საბაბი დადგას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner