კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ისტორიის ფალსიფიკატორები, თავის დროზე ილიამ რომ ამხილა, როგორც ჩანს არ ცხრებიან. ეტყობა მათ ისევ "დიდი სომხეთის" ბოდვითი იდეა-ჩვენება აწუხებთ, რომლის შემადგენლობაშიც შედის საქართველოს, ირანის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის მიწები - რაშიც იკვეთება წარმოუდგენელი უპატივცემულობა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და მათი ტერიტორიული მთლიანობის.
ისტორიკოსმა ზეინაბ ბუაჩიძემ საგანგაშო ფაქტი გამოავლინა - 2012 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ დაბეჭდილ „ქართლის ცხოვრებაში" (პირველი ტომი, მე-11 გვერდის ბოლოს წინა აბზაცი) ჩამატებულია ფრაზა, რომლითაც გამოდის, რომ კავკასიელთა, თარგამოსის შთამომავალთა ენა ყოფილა სომხური. ჩამატებული წინადადება ასეთია - ,,და ამათ ყოველთა იყო ერთი ენაი - სომხური".
ზეინაბ ბუაჩიძე: „სულაკაურის გამოცემა შევადარე 1955 წელს სიმონ ყაუხჩიშვილის გამოცემას (პირველი ტომის მეექვსე გვერდი). ვერც ამ და ვერც სხვა აკადემიურ გამოცემაში მსგავს ფრაზას ვერ ნახავათ. მეტსაც გეტყვთ - მეთერთმეტე საუკუნეში „ქართლის ცხოვრება" სომხურად ითარგმნა და მსგავს ფრაზას ვერც ამ თარგმანში ნახავთ. დილით სულაკაურის გამომცემლობაში დავრეკე, ჩემი ვინაობა ვუთხარი. პასუხად მომიგეს, 2012-ში გამოცემული „ქართლის ცხოვრების" რედაქტორი ჩვენთან აღარ მუშაობს; გავარკვევთ და დაგიკავშირდებითო, მაგრამ ჯერ არ დაურეკიათ."
აქვე ერთი რამეც უნდა აღინიშნოს: თავად ტერმინი Armina დარიოსის წარწერაში მე-6 საუკუნეში ჩნდება, ძველსპარსულ ვერსიაში. ელამურ ვერსიაში Urartu ფიგურირებს. ინდოირანული სომხური ენაც სწორედ ამ პერიოდიდან ჩნდება პირველად კავკასიის ტერიტორიაზე - ანუ იქ, სადაც ადრე არსებობდა სახელმწიფო ნაირი-ურარტუ. ამ უკანასკნელის მოსახლეობა კი, გერმანელი მეცნიერის, ლემან-ჰაუპტის თქმით უპირატესად ქართველთა წინაპრები - მოსხები, ხალიბი-ჰალდაიები და სასპერები იყვნენ, რომელთა ენაც არც ინდოევროპული ყოფილა, არც ინდოირანული."