„უკრაინის ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა .
„საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მნიშვნელოვანია იმოქმედოს გადამწყვეტად ომის თავიდან ასაცილებლად და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.