logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში „მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა
- +

22 თებერვალი. 2022. 02:00

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში „მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

 

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner