რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში „მშვიდობის უზრუნველყოფა“ დაავალა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.
გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების შესახებ მოლაპარაკებების გამართვა დაავალა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.