logo_geo
eng_logo
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება
- +

22 თებერვალი. 2022. 02:41

 

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთს მოუწოდებს, გააუქმოს უკრაინის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

 

„პრეზიდენტ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული თვითგამოცხადებული „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და სერიოზულ დარტყმას აყენებს ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მიმდინარე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და პოლიტიკური მოგვარებისკენ. ეს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მორიგი დარღვევაა, რომელსაც გერმანია მკაცრად გმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner