logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: დაასხით! ამას ფხიზელმა ჩემმა მტერმა უყურა!
- +

5 აგვისტო. 2016. 23:16



ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ქვეყანაში არსებულ კომიკურ სიტუაციას სოციალურ ქსელში ასე აღწერს:


„კომუნისტები ლიბერალებს ცემენ, მთის მცხოვრებლებს შინაურ ცხოველებთან ფოტოსურათების გადაღებას სთხოვენ, ვაშაძე გატეხილი გულების გამთლიანებას აპირებს, არასამთავრობოები და რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ კაცის და ქალის ქორწინება რუსული ნარატივია, ქართული გამომცემლობა ბეჭდავს წიგნს, სადაც წერია, რომ ქართველები სუმხურად ვლაპარაკობდით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სისულელეებს ლაპარაკობს, პრეზიდენტს მრავალფეროვანი სექსი აქვს და მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ახორციელებენ, ბუნება გადაირია, ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში არ იციან რამდენია რიცხვი 1000, ბებიის გვარის ტარების უფლება მოგვცეს. . .

დაასხით!!! ამას ფხიზელმა ჩემმა მტერმა უყურა!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner