logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება: ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრისას, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას გავუსვი ხაზი
- +

22 თებერვალი. 2022. 10:51

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბარი გამართა. ამის შესახებ დმიტრო კულება „Twitter“-ზე წერს. მისი განცხადებით, ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ვაშინგტონში შეხვდება.

 

„შექმნილი სიტუაციის დინამიკის გათვალისწინებით, მქონდა კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი სახელმწიფო მდივან ბლინკენთან ვაშინგტონში ჩვენს ხვალინდელ შეხვედრამდე. მთავარი საკითხი: სანქციები. მე ხაზი გავუსვი რუსეთის უკანონო ქმედებების საპასუხოდ მისთვის მკაცრი სანქციების დაწესების საჭიროებას“, - წერს დმიტრო კულება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner