logo_geo
eng_logo
დონბასში კიდევ ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 12 დაჭრილია
- +

22 თებერვალი. 2022. 12:29

 

 

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, საარტილერიო იერიშის შედეგად, 21 თებერვალს კიდევ ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა – უფროსი ლეიტენანტი, იგორ დემიდჩუკი და შტაბის სერჟანტი, ოლექსანდრ შტელმახი.

 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას 95-ე ცალკეული სადესანტო ბრიგადის პრესსამსახური ავრცელებს.

 

აღინიშნება, რომ 21 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:10 საათზე უკრაინელმა სამხედროებმა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღეს. ჯარისკაცები ზაიცევოს რაიონში დაიღუპნენ.

 

დაჭრილია 12 სამხედრო, ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.

 

ამასთანავე, როგორც გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბში განაცხადეს, 22 თებერვლის დილის 07:00 საათისთვის, დაფიქსირებულია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 84 შემთხვევა, რომელთაგან 64 იყო „მინსკის შეთანხმებებით“ აკრძალული იარაღიდან.

 

2022 წლის თებერვალში, ორი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა რუსეთ-უკრაინის ომში (დაღუპვის დეტალების ბმული, ასეთის არსებობის შემთხვევაში):

 

ჯამურად, რუსეთ-უკრაინის ამჟამინდელ ომში, უკვე 5 უკრაინელი სამხედროა დაღუპული:

სერგეი ივაშჩენკო (26 წლის) – გარდაიცვალა 16 თებერვალს;

დენის კონონენკო (34 წლის) – გარდაიცვალა 19 თებერვალს;

ანტონ სიდოროვი (35 წლის) – გარდაიცვალა 19 თებერვალს;

იგორ დემიდჩუკი – გარდაიცვალა 21 თებერვალს;

ალექსანდრე სტელმახი – გარდაიცვალა 21 თებერვალს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner