„როგორ გაუხარდათ სააკაშვილის მომხრეებს დონბასის ოკუპაციის გაფორმება. ახლა რას იტყვით, ომი მიშამ დაიწყოო?!“ – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ომის თემაზე სპეკულაციები რომ შეწყდეს, ასევე დამნაშავეები დაისაჯონ, დროა. შეიქმნას ომის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია.
„მილიონნახევარჯერ მაქვს ნათქვამი, დაწერილი, რომ ომის დაწყება-არდაწყების თემა არის წინა ხელისუფლების დემაგოგია, ჩადენილი დანაშაულების გადასაფარავად.
პრობლემა ის კი არაა, ვინ და როდის დაიწყო ომი, არამედ:
პასუხები:
ომის თემაზე სპეკულაციები რომ შეწყდეს, ასევე დამნაშავეები დაისაჯონ, დროა, შეიქმნას ომის მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია. გამოიძიეთ, მიეცით პოლიტიკური შეფასებები. თუ გამოიკვეთება ახალი დანაშაულები, გადაეცით პროკურატურას. რამდენი წელი უნდა დუღდეს ეს თემა?!
წაიკითხეთ დავით საყვარელიძის აღიარება, რეზერვის ჩაფლავებაზე უარესი „პრაკოლები“ გვქონდა, მაგრამ ახლა არ ვილაპარაკებო“,- წერს სალუქვაძე.