logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება მიუღებელია
- +

22 თებერვალი. 2022. 15:07

 

 

„რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

 

ერდოღანმა მხარეებს საღი აზრის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

მან, ასევე, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გერმანიის და თურქეთის ერთობლივი სამიტის ჩატარების შესახებ.

 

„თუ უშიშროების საბჭოს სხვა წვერები წინააღმდეგები არ იქნებიან, ჩვენ ამ შეხვედრას მივესალმებით და მასში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული  შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner