„რუსეთის მიერ დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ აღიარება მიუღებელია და საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ერდოღანმა მხარეებს საღი აზრის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
მან, ასევე, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადებაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს, გერმანიის და თურქეთის ერთობლივი სამიტის ჩატარების შესახებ.
„თუ უშიშროების საბჭოს სხვა წვერები წინააღმდეგები არ იქნებიან, ჩვენ ამ შეხვედრას მივესალმებით და მასში მონაწილეობას მივიღებთ“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დონეცკის და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ხელი მოაწერა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილები შევიდნენ.