logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნა მიიღო
- +

22 თებერვალი. 2022. 15:40

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო მოთხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ. ინფორმაციას „ტასი“ ავრცელებს.

 

„მე მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან თხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ და ამ ყველაფერს განვიხილავ“, - თქვა ზელენსკიმ ესტონეთის ლიდერთან ალარ კარისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

მანამდე, უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, სერხი კისლიცამ, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება არ უნდა იყოს „ემოციური და დრამატული“. უკრაინის მთავრობა, მისი თქმით, მიიღებს "ცნობიერ გადაწყვეტილებებს".

 

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ამის შესახებ მან განცხადება პირდაპირ ეთერში გააკეთა.

 

ვლადიმირ პუტინის ვიდეომიმართვა, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც მან პირდაპირ ეთერში საუბრისას აღნიშნა, დონბასში ვითარებამ კვლავ კრიტიკული, მწვავე ხასიათი მიიღო. პუტინის განცხადებით, რუსეთისთვის უკრაინა უბრალოდ მეზობელი ქვეყანა არ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner