logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელი: დონბასს უკრაინის განუყოფელ ტერიტორიად მივიჩნევთ. რადგან რუსი სამხედროები დონბასში იმყოფებიან, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ
- +

22 თებერვალი. 2022. 17:06

 

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ დონბასს უკრაინის განუყოფელ ტერიტორიად მიიჩნევენ და ახლა მოქმედების დროა.

 

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები უკრაინის მიწაზე არიან.

 

„რუსეთის საჯარისო ნაწილები შევიდნენ დონბასში. ჩვენ დონბასს მივიჩნევთ უკრაინის განუყოფელ ტერიტორიად. რადგან რუსი სამხედროები იმყოფებიან დონბასში, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი ინტერვენცია, მაგრამ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები უკრაინის მიწაზე არიან“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner