logo_geo
eng_logo
ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- +

22 თებერვალი. 2022. 17:06

 

 

ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტები უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

 

„რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს დამოუკიდებელ სუბიექტებად და გაგზავნოს რუსული ჯარები უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარკვეულ რაიონებში უკანონო და მიუღებელია. ის არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და კიდევ უფრო ამწვავებს კრიზისს. მივესალმებით წევრი სახელმწიფოების ურყევ ერთიანობას და მათ გადაწყვეტილებას, რეაგირება მოახდინონ რუსეთის უკანონო ქმედებებზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით“, - ნათქვამია შარლ მიშელისა და ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია ის ზომები, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიცავს. კერძოდ, სანქციები შემდეგ სუბიექტებსა და სფეროებს ეხება:

 

  • ის პირები, ვინც მონაწილეობას იღებდა უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში;
  • ბანკები, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ამ ტერიტორიებზე;
  • რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის შესაძლებლობა, წვდომა ჰქონდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებსა და სერვისებზე;
  • ორი სეპარატისტული რეგიონიდან ევროკავშირში და ევროკავშირიდან ვაჭრობა, რათა პასუხისმგებელმა პირებმა ნათლად იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები.

 

ევროკავშირი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, შემდგომ ეტაპზე დამატებითი ზომები მიიღოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner