logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: გიორგი პაპუაშვილი იტყუებოდა!
- +

6 აგვისტო. 2016. 00:03


 

„საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე გამოძიება დაწყებულია, თუმცა, ის განცხადებებე, რომელიც გაკეთდა გიორგი პაპუაშვილის მხრიდან, აშკარად იყო მცდელობა დისკრედიტაციის შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისა, რაც კატეგორიულად მიუღებელია",- ამის შესახებ, ვიცეპრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, კახეთში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს"  2016 წლის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ განაცხადა.


"მე ასევე მოვისმინე მოსამართლეების განცხადება, რომ არანაირი ზეწოლა და შანტაჟი არავის მხრიდან არ ყოფილა. ასე რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ პაპუაშვილი იტყუებოდა, თუმცა სანამ გამოვიტანდეთ რაიმე დასკვნას, დაველოდოთ გამოძიებას და გამოიძიების შემდეგ უფრო მეტი დეტალები გახდება ცნობილი.

 

მე პირველივე დღეს გამოვთქვი ეჭვი, რომ ეს განცხადება შეიძლება იყოს პოლიტიკური მანიპულაცია, რადგან გიორგი პაპუაშვილი პირადად წარმოადგენდა - მიხეილ სააკაშვილის მოსამართლე იყო. ჩვენდა საუბედუროდ, წლების განმავლობაში სასამართლო იყო ერთი ადამიანის ჯიბის სასამართლო. თუმცა, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ  ყველაფერი იმისთვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო ავაშენოთ და ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღვადგინოთ" - აღნიშნა კალაძემ. .




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner