logo_geo
eng_logo
ლინას ლინკევიჩუსი: გუშინდელმა საღამომ დაადასტურა, რომ პუტინის სიგიჟეს ლიმიტი არ აქვს
- +

22 თებერვალი. 2022. 17:43

 

 

„რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. პუტინის გადაწყვეტილება არავისთვის უნდა ყოფილიყო სიურპრიზი. ალბათ მხოლოდ მათთვის, ვისაც ილუზიები აქვთ პუტინის ქმედებებზე“, - ამის შესახებ ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლეთს მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას უსვამს ხაზს.

 

„მომხდარმა დაადასტურა, რომ რუსეთთან ლაპარაკს შედეგის მისაღწევად აზრი არ აქვს. ეს უბრალოდ შეუძლებელია. პუტინმა თავისი გამოსვლით ყველას აჩვენა როგორია მისი საერთაშორისო სამართლის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღქმა. ახალ დიალოგზე აქცენტი უკვე არარელევანტურია. რუსეთს არ ჰქონია, რომ სანქციები მძიმე იქნება. ყირიმი ავიღეთ და რა მოხდა? არც არაფერი - ასე უდგებიან საკითხს. სპეციფიკური სანქციების დაწესების დრო დადგა. შეზღუდვები უნდა იყოს მტკივნეული და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული. დრო არ იცდის. სანქციები უნდა შეეხოს პუტინის უახლოეს გარემოცვას, რაც აქამდე არ მომხდარა. ევროკავშირმა რეჟიმის ფინანსურ წყაროებს უდიდესი დარტყმა უნდა მიაყენოს. მეორე - ევროკავშირმა უნდა გაზარდოს უკრაინის ფინანსური დახმარება. გაძლიერდეს უსაფრთხოების სფეროში ქვეყნის მხარდაჭერა. მესამე - დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვა და გაძლიერება.

 

2008-ში რეაქციები ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ განცხადებების დონეზე დარჩა. დიახ, მხარდაჭერა არ იყო აბსტრაქტული, პირიქით ძალიან კონკრეტული და მკაფიო, მაგრამ სანქციებში არ ითარგმნა. ეს იყო გაკვეთილი და ასეთმა ქმედებამ რუსეთი წაახალისა. შეცდომების დაშვების ეტაპი გავიარეთ. რუსეთი არ გაჩერდება და რუსეთს არც უკრაინა ეყოფა. რაც მოხდა დასასრული არ არის. ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ კიევზე, შეიძლება იყოს ხარკოვი, ოდესა. გუშინდელმა საღამომ დაადასტურა, რომ პუტინის სიგიჟეს ლიმიტი არ აქვს. პრაქტიკული თვალსაზრისითაც საზღვრები წაიშალა. პუტინის გამოსვლა იყო სახიფათო. მისი წარმოდგენა დიდ რუსეთზე ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. პუტინი არა მხოლოდ ლაპარაკობს, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა ლინკევიჩუსმა.

 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner