logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ის, რაც უკვე მოხდა 2008 წელს საქართველოში
- +

22 თებერვალი. 2022. 17:55

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდებს, არ გაიმეორონ 2008 წელს საქართველოში დაშვებული ტრაგიკული შეცდომები.

 

„ეს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ახალი აქტია, რომელიც მოითხოვს დაუყოვნებლივ და გადამწყვეტ რეაგირებას საერთაშორისო პარტნიორებისა და საერთაშორისო საზოგადოებისგან. მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდგომი შეიარაღებული აგრესიისთვის“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილებით რუსეთი არღვევს ყველა შესაძლო ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ვალდებულებებს.

 

„ჩვენ ვიზიარებთ საერთო შეხედულებას, რომ რუსეთის ესკალაცია უკრაინის ირგვლივ უპრეცედენტო გამოწვევაა ევროპისა და ზოგადად მსოფლიოსთვის. სწორედ უკრაინაში წყდება ევროპის უსაფრთხოების მომავალი, რომლის ნაწილიც უკრაინაა“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner