logo_geo
eng_logo
ბრიტანეთი 5 რუსულ ბანკსა და პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს
- +

22 თებერვალი. 2022. 17:57

 

 

ბრიტანეთი ხუთ რუსულ ბანკს და სამ ფიზიკურ პირს, მათ შორის ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეს, გენადი ტიმჩენკოს სანქციებს უწესებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარლამენტში განაცხადა.

 

„ნებისმიერი აქტივი, რომელსაც ისინი ფლობენ გაერთიანებული სამეფოში, გაიყინება და სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ აქ მოგზაურობა“, - აღნიშნა ჯონსონმა.

 

მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმისთვის საბაბს ქმნის.

 

„ეს არის პირველი ნაწილი იმისა, რის გასაკეთებლადაც მზად ვართ. უნდა მოვემზადოთ პუტინის გეგმის შემდეგი შესაძლო ეტაპებისთვის. პუტინი ქმნის საბაბს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისი თქმით, სანქცირებული ბანკებია: „Rossiya“, „IS Bank“, „General Bank“, „Promsvyazbank“ და „Black Sea Bank“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner