კიევმა კრემლის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ, მოსკოვიდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული გაიწვია.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ მსჯელობისთვის მიიწვია.
თავის მხრივ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის შემთხვევაში ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდება.
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაწყვეტას „უკიდურესად არასასურველი სცენარი“ უწოდა.