„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას ეხმაურება.
„რუსული ოკუპაციის გაგრძელება - უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ.
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის. ოკუპაცია დროებითია!“ - წერს მამუკა მდინარაძე Facebook-ზე.