logo_geo
eng_logo
გია ხუხაშვილი: ხიდაშელს იმდენად უყვარდა თავისი კაბინეტი, ვინც იქ შევიდოდა ყველა ეზიზღებოდა...
- +

6 აგვისტო. 2016. 00:09



საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი, გია ხუხაშვილი აფასებს თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად მსუბუქ წონიანი ადამიანის დანიშვნა სისტემურად სწორი გადაწყვეტილებაა.


სისტემურად გადაწყვეტილება, რომ თავდაცვის სამინისტროში პირველად ამ ხელისუფლების არსებობის ისტორიაში მოვიდა პოლიტიკოსი მაგრამ არა მძიმეწონოსანი, ეს არის სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის უწყება არის დეპოლიტიზირებული უწყება, პოლიტიკურ ლიდერებს უჭირთ დეპოლიტიზაციის ფარგლების შენარჩუნება და მუდმივად აქვთ მიდრეკილებები, რომ აკეთონ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები, რაც აზიანებს სისტემას და გარკვეულ დაძაბულობას იწვევს ჩვენს შეიარაღებულ ძალებში და ეს გამოვლინდა როგორც ალასანიას პერიოდში და ასევე ხიდაშელისას" , - განაცხადა ხუხაშვილმა.


იგი ასევე ეხმაურება „რესპუბლიკური პარტიის" განცხადებას, რომ არასწორი გადაწყვეტილებაა თავდაცვის მინისტრად სუს-ის თანამშრომლის დანიშვნა და აცხადებს, რომ ეს არგუმენტი იყო სპონტანურად მოგონილი ხიდაშელის მხრიდან, იმიტომ რომ მას ძალიან უყვარდა თავისი კაბინეტი და ნებისმიერი ეზიზღებოდა ვინც იქ მივიდოდა.


თავდაცვის სამინისტრო და სპეცსამსახური აქვთ ძალიან ბევრი კვეთა მუშაობის სპეციფიკაში, იგივე კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით, იგივე სუბორდინაციის დისციპლინის დაცვის და ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით, ეს არგუმენტი ჩემის აზრით იქნა მოგონილი სპონტანურად თინა ხიდაშელის მხრიდან, იმიტომ რომ იმდენად უყვარდა თავისი კაბინეტი, ნებისმიერი ეზიზღებოდა ვინც იქ მივიდოდა, სხვა რომ ყოფილიყო სხვა არგუმენტით და იგივე აგრესიულობით გამოვიდოდა", - განაცხადა ხუხაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner