საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გოგი მეშველიანი რუსეთის მიერ ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. "სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის" აღიარებას სოციალურ ქსეელში ეხმაურება და დონეცკში 2017 წელს გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
„ჩვენი მეგობარი უკრაინის განუყოფელი ნაწილების, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების, რუსეთის ფედერაციის მიერ, ცალმხრივად აღიარება არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის სცენარის პირდაპირი გამეორება.
ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვდგავართ მათ გვერდით!“ - წერს გოგი მეშველიანი