ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„რუსული ოკუპაციის გაგრძელება - უკრაინის ორი რეგიონი საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის შემდეგ. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობის უზრუნველყოფის და ოკუპაციაზე ადეკვატური რეაქციისათვის.
ოკუპაცია დროებითია!“- წერს მამუკა მდინარაძე.