რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სამოკავშირეო ურთიერთქმედების შესახებ.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დეკლარაციის გაფორმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის კავშირების განვითარების ახალი ეტაპი უწოდა.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „დეკლარაცია საკმაოდ ვრცელია და 40 პუნქტს მოიცავს, რომელიც რუსეთისა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროებს ეხება და დიდი მნიშვნელობა ექნება ორმხრივი ურთიერთობების მომავლისთვის“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დოკუმენტს ძალიან პოზიტიური მნისვნელობა ექნება ორი ქვეყნისთვის და ასევე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.