logo_geo
eng_logo
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ახლა უკრაინას დამატებითი შესაძლებლობები უნდა მივცეთ ევროპულ ბაზარზე წვდომით. ამით დავამტკიცებთ, რომ ევროპას რუსეთის არ ეშინია
- +

22 თებერვალი. 2022. 20:24

 

 

„ჩვენ გვაქვს უამრავი მტკიცებულება კრემლის გუშინდელი ტვ-შოუდან. ვიცით ყველას გვარი, ვინც ამ უკანონო გადაწყვეტილების უკან იდგა. ყველა უნდა შევიდეს სანქცირებულ პირთა სიაში“, - ამის შესახებ გაბრიელიუს ლანდსბერგისმა რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რაიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბრისას განაცხადა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ სიტუაცია ძალიან ჰგავს 2014 წელს ყირიმში განვითარებულ მოვლენებს, რაც ნიშნავს ინდივიდუალურ სანქციებს.

 

„ევროპულ კამპანიებს უნდა აეკრძალოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოპერირება. უკრაინა ასოცირებული სახელმწიფოა და ახლა უნდა მივცეთ დამატებითი შესაძლებლობები ევროპულ ბაზარზე წვდომით. ამით დავამტკიცებთ, რომ ევროპას რუსეთის არ ეშინია, ევროპა თავისუფლად ირჩევს პარტნიორებს და პარტნიორებიც დამოუკიდებლები არიან არჩევანის გაკეთებისას“, - განაცხადა ლანდსბერგისმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner