პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.
„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ მოახერხა შეენარჩუნებინა და ზოგ ასპექტში სერიოზულად გაეძლიერებინა სოციალური პაკეტი, შეძლო განეხორციელებინა გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტები და შეექმნა სამუშაო ადგილები და სახელმწიფოში ამ ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინა სტაბილურობა“, - აცხადებს ვოლსკი.