logo_geo
eng_logo
ლადო ბოჟაზე ღარიბაშვილის ერთწლიან პრემიერობას უმაღლეს დონეზე აფასებს: ირაკლი ღარიბაშვილის მუშაობის ტემპი, გამოცდილება და ყოველდღიურ რეჟიმში იმ საკითხების მიმართ აქტიური ყურადღება, რომელიც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, კარგად ჩანს
- +

22 თებერვალი. 2022. 21:32

 

 

საკრებულოს წევრი, ლადო ბოჟაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ერთწლიან პრემიერობას Pia.ge-სთან აჯამებს. მისი თქმით, ის პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ქვეყანაში 2021 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა, დღეს უკვე წარმატებით არის დაძლეული სწორედ მისი ხელმძღვანელობით.

 

ლადო ბოჟაძემ ჩვენთან საუბარში ხაზი გაუსვა იმ მნიშნელოვან ღონისძიებებს, რომლებიც წარმატებით იქნა გატარებული ღარიბაშვილის მეთაურობით. როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, 2021 წელს გახარიას გადადგომით გახარებულ ოპოზიციას სახეზე ღიმილი მალევე შეახმა, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.

 

ბოჟაძემ, ასევე, ისაუბრა ღარიბაშვილის როლზე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და მან იმ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე გაამახილა ყურადღება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთის დიდი მნიშვნელობის მატარებელია, მათ შორის, ბოჟაძემ ხაზი გაუსვა ღარიბაშვილის სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში წარმატებული მედიაციის პროცესს. საკრებულოს წევრმა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობის იორდანიის მიწის გადმოცემაზეც ისაუბრა და კიდევ ერთელ აღნიშნა ღარიბაშვილის ნაყოფიერი პრემიერობა.

 

- ბატონო ლადო, როგორც ვიცით, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფება ჩაიბარა ისეთ დროს, როდესაც ქვეყანაში იყო როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კრიზისი. ასეთი გამოწვევების ფონზე როგორ შეაფასებდით მის ერთწლიან პრემიერობას?

 

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 18 თებერვალი, როდესაც გიორგი გახარია გადადგა. როგორი ზეიმი ჰქონდათ გამოცხდებული ოპოზიციას, თუმცა, მალევე ღიმილი შეახმათ სახეზე, როდესაც გაიგეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრად წარადგინა ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც ჩანს, ისინი წინასწარ გრძნოდნენ, რას მოუტანდა მათ, ირაკლი ღარიბაშვილის კვლავ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნება.

 

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ძალიან სწორი და პრინციპული გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი  მხარდაჭერისთვის და წევრისთვის, განსაკუთრებით იმ თაობის „ქართული ოცნების წევრებისთვის“, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანს 2012 წლის გამარჯვებაში.

 

მისი ერთწლიანი მოღვაწეობის პერიოდი რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ. პირველ რიგში, უნდა გავიხსენოთ პოლიტიკური საკითხები. ფაქტობრივად, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა მაშინ, როცა, როგორც თქვენ ახსენეთ, პარლამენტში არ იყო შესული ოპოზიცია. პრემიერ-მინისტრი გახარია ფაქტობრივად მოღალატეობრივად გაიქცა და სერიოზული ზიანი მიაყენა გუნდს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. გარკვეული სერიოზული პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, რომ ის გადადგა ოპოზიციის ლიდერის ნიკანორ მელიას დაკავების გამო. გეგონება მისი დაკავების სამართლიანი საფუძველი არ არსებობდა და მელია დააკავეს არა იმიტომ, რომ მხილებული იყო დანაშაულში და დამნაშავე იყო, არამედ იმიტომ, რომ იყო ოპოზიციის ლიდერი. ამიტომ, საგარეო მიმართულებითაც სერიოზული მუშაობა იყო საჭირო, იმისათვის, რომ ის მოვლენები სწორად შეეფასებინათ. პირველივე ნაბიჯი სწორედ ნიკანორ მელიას დაპატიმრება იყო ყოველგვარი გართულებების გარეშე და ძალიან მაღალ დონზე ჩატარებული ოპერაცია მისი დაკავების.

 

შემდეგ უკვე იყო იმ პრობლემების გამკლავება, რომლებიც ჰქონდა ქვეყანას. რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის მძიმე ეკონომიკური სურათი, რომელიც ჩვენ მთელი 2020 წლის განმავლობაში გვქონდა კოვიდპანდემიის გამო. ფაქტობრივად ორნიშნიანი ეკონომიკური ვარდნა, მათ შორის, 2021 წლის დასაწყისში.

 

მისი გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო ეკონომიკა და მკაცრი შეზღუდვების პარალელურად გაგრძელებულიყო და დაწყებულიყო ვაქცინაციის პროცესი, როგორც ხედავთ, წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენს ქვეყანაში 2007 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ლარი განაგრძობს სტაბილურობას.

 

 „ქართული ოცნება“ არის ერთ მუშტად შეკრული პოლიტიკური გუნდი, რომელმაც გაუძლო იმ კრიზისებს, რომელიც 2021 წელს იყო. რაც ყველზე მნიშვნელოვანია, იმედი, რომ სწორედ დანარჩენი წლების განმავლობაში, ვგულისხმობ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება გუნდის ის ლიდერი, რომლის ხელმძღავენოლობითაც გაუმკვლავდდება აღმასრულებელი ხელისუფლება იმ პრობლემებს, რომელიც ყოველდღიურად აქვს ქვეყნის მოქალაქეებს.

 

იყო გარკვეული ცვლილებები, მათ შორის, მინისტრთა კაბინეტში და ვფიქრობ, რომ ის პრობლემები, რომელიც აქვს ქვეყანას, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით უახლოეს წლებში მაქსიმალურად იქნება გადაჭრილი. თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც, ასევე, მისი ხელმძღვანელობით მოიგო გუნდმა და აქაც გამოჩნდა გახარიას როლი 2020 წლის გამარჯვებაში. გახსოვთ, მუდმივად იყო მოლოდინი, რომ თითქოს გახარიას დამსახურება იყო 2020 წელს „ქართული ოცნების“ მხრდაჭერა და იქაც ვნახეთ, რომ პარტიამ იგივე მხარდაჭერა მიიღო, როგორც პროცენტულად, ისე რაოდენობრივად. ეს, რა თქმა უნდა, დიდ წილად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. თქვენ იცით, რომ ის ფაქტობრივად 64 მუნიციპალიტეტში იყო ძალიან აქტიურად ჩართული და წარადგენდა ჩვენს მერობის კანდიდატებს, იმ პროგრამას, რომელიც თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იყო შექმნილი და ის პროცესები, რომლებიც ახლა თვითმმართველობებში მიმდინარეობს, ვგულისხმობ რეგიონულ პროექტებს, რომელშიც აქტიურად არის ჩართული ცენტრალური ხელისუფლება, რა თქმა უნდა, სწორედ მისი პოლიტიკის დამსახურებაა.

 

- ბატონო ლადო, ასევე, მნიშვნელოვანია ის საერთაშორისო ფორუმები და სამიტები, რომლებშიც ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, საქართველოში უცხოელი პარტნიორენის მნიშვნელოვანი ვიზიტები განხორციელდა. როგორ შეაფასებდით ამას, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის მსგავს შეხვედრებს და როგორია პრემიერის როლი ამ პროცესებში?

 

- რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა იყო საგარეო პოლიტიკა. ამაში დამნაშავე კოვიდპანდემიის გარდა, იყო ის პოლიტიკური სურათი, რომელიც ქვყანაში შეიქმნა, როდესაც ოპოზიცია არ შედიოდა პარლამენტში. გახსოვთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების ჩართულობა ამ ყვლაფერში, შემდეგ უკვე უშუალოდ შარლ მიშელის ჩართულბა. თუმცა, რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ირაკლი ღარიბაშვილის ფაქტორი. მისი წარმატებული ვიზიტები რეგიონის ქვეყნებში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თურქეთის რესპუბლიკაში მისი ვიზიტი, რომელიც ძალიან მაღალ დონეზე შედგა. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირში და ნატო-ში, ბრიუსელში, სტრასბურგში სხვა ქვეყნებთან კომუნიკაციას, რომელიც მას ჰქონდა ჯერ კიდევ პირველი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენა მან თავდაცვის მინისტრობის დროსაც. ეს წარმატებული საგარეო პოლიტიკაც, რა თქმა უნდა, დიდწილად ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა.

 

განსაკუთრებულად მინდა გამოვყო უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობების დარეგულირება. გახსოვთ, წლების განმავლობაში სააკაშვილის ფაქტორის გამო ურთიერთობები უკრაინასთან ძალიან დაბალ ნიშნულზე იყო დაყვანილი. ახლა ვისარგებლებ შემთხვევით  და მინდა მშვიდობა ვუსურვო უკრაინას, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ვდგავართ ერთად ორივე სახელმწიფო, რადგან ჩვენთვის ორივესთვის უმნიშვნელოვანესია ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს წარმატებული და მშვიდობიანი პოლიტიკაც სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიურ პოლიტიკურ საქმნიანობას უნდა დავუკავშიროთ და ყველაზე მთავარი, თუ ჩვენ გავიხსენებთ იმ ოპოზიციის რეაქციებს, რომელზეც მე თავიდან გესაუბრეთ, სრულიად რეალისტური აღმონდა, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს დააპატიმრეს თავის დროზე ბაჩანა ახალაია, ვანო მერაბიშვილი. მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისა და პრემიერობის დროს გაიქცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ქვეყნიდან და გაექცნენ საქართველოს კანონმდებლობასა და მართლმსაჯულებას. სწორედ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს თავისი ფეხით შემოიპარა ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილი და ზის ახლა იქ, სადაც ზის. აქედან გამომდინარე, ყველა მიმართულებით დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ მისი საქმიანობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა გუნდის ერთიანობას. პარტიის ლიდერების მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობის დამსახურებაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებლად გაიმარჯვა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველა ის გამოწვევა, რაც ჩვენ გავეცით 2020 წელს, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული.

 

- ბატონო ლადო, ღარიბაშვილიმა ერთწლიანი პრემიერობის დროს მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმების მიღწევაში, რაც დიდი წარმატებაა ჩვენი ქვეყნისთვის. როგორია მისი, როგორც მედიატორის როლი და რა მნიშვნელობა აქვს ამას საქართველოსთვის?

 

ამ პროცესში ირაკლი ღარიბაშვილის როლი იყო მნიშვნელოვანი, რაც ორივე ჩვენმა მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებმა არა ერთხელ ღიად დაადასტურეს. ასევე, ამ შემთხვევაში, საქართველოს, როგორც მედიატორი სახელმწიფოს როლი გამოიკვეთა. რამდენიმე კვირის დასრულებული იყო საბრძოლო მოქმედებები, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პირადად ჩაერთო მედიაციის პროცესში და  ორივე სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიკეთე მოიტანა მან. ვგულისხმობ ტყვეების გათავისუფლებას და დანაღმული რუქების გადაცემას. მედიაციის ეს პროცესი გრძელდება და ჩვენს პარტნიორ ორივე სახემწიფოს აქვს იმედი, რომ ნებისმიერი, მათ შორის გართულებული ურთიერთობის გასაღები, შეიძლება თბილისში იყოს, სადაც მათ შეეძლებათ მშვიდობასა და ურთიერთთანამშრომლობის გზების გამოძებნაზე საუბარი.

 

- ასევე, ღარიბაშვილის ერთწლიანი პრემიერობის დროს ისტორიული მნიშვნელობის ფაქტი მოხდა. 300 წლის შემდეგ იორდანიაში მიწა გადმოეცა საქართველოს. ამ ფაქტს საქართველოსთვის რა მნიშნელობა აქვს და როგორია ამ შეთანხებაში ღარიბაშვილი როლი?

 

- თქვენ იცით, რომ ეს საკითხი დიდი ხანია განიხილებოდა და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამდენი საუკუნის მერე კვლავ ვბრუნდებით წმინდა მიწაზე. ესეც, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური საქმიანობის დამსახურებაა. ძალიან ბერვი საკითხი, რომელიც მანამდე ჩვენს ეკლესიასთან მიმართბაში იყო, ასევე, გარდა ამ მიწის გადმოცემისა, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად იქნა გადაჭრილი.

 

ზოგადად, ირაკლი ღარიბაშვილის როლი განსაკუთრების მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენს ეკლესიასთან, არამედ იმ ღირებულებებთან, ტრადიციებთან რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. მისი ინიციტივით იყო, რომ კონსტიტუციაში ჩაიწერა ოჯახის განმარტება. ზოგადად, მისი მუშაობის ტემპი, გამოცდილება და ყოველდღიურ რეჟიმში იმ საკითხების მიმართ აქტიური ყურადღება, რომელიც აწუხებს ჩვენს ეკლესიას და მოსახლეობას, კარგად ჩანს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner